საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის კვლევა ,,სექსუალური შევიწროებისა და სიძულვილის ენის აკრძალვის კონცეფცია - ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და საუნივერსიტეტო პოლიტიკა"

"უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის კვლევა  ,,სექსუალური შევიწროებისა და სიძულვილის ენის აკრძალვის კონცეფცია - ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და საუნივერსიტეტო პოლიტიკა"

 

დისკრიმინაციისგან თავისუფალი საგანმანათლებლო-კვლევითი და შრომითი გარემოს უზრუნველყოფის საუნივერსიტეტო მისიის საპასუხოდ, წინამდებარე კვლევა შემუშავებულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენელთა მიერ, სექსუალური შევიწროებისა და სიძულვილის ენის პრევენციის სფეროში, ეროვნულ და საერთაშორისო ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან საუნივერსიტეტო პოლიტიკის დაახლოებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ქმედითი ორგანიზაციული სისტემის  გაძლიერების მიზნით.

 

კვლევის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამის დახმარებითა
და ავტორების გულმოდგინე ჩართულობის შედეგად.

თარიღი: 17/10/2021